Cloudbase პარაგლაიდინგი დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ საქართველოში პარაგლაიდინგის ერთ-ერთ მოწინავე კომპანიად ჩამოყალიბდა, რომელიც საკუთარ მომხმარებელს ცაში დაუვიწყარი შეგრძნებების განცდას სთავაზობს. გუდაურის თვალწარმტაც ბუნებაში განთავსებული ჩვენი პროფესიონალი პილოტების გუნდი დაუვიწყარი თავგადასავლის განცდას გთავაზობთ.

ჩვენი პილოტები არ არიან უბრალოდ გამოცდილნი - ისინი ასევე არიან ლიცენზირებულები, დაზღვეულები და საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის წევრები. ჩვენ გვაქვს სოლო და ტანდემში ფრენის მრავალწლიანი გამოცდილება, რაშიც ასევე მოიაზრება ფრენები მარშრუტებზე და შეჯიბრებებში მონაწილეობა. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი თქვენი მაქსიმალური სიამოვნება და უსაფრთხოებაა.

Cloudbase პარაგლაიდინგში ჩვენ გვჯერა ინკლუზიურობის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის. ჩვენ აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას საქველმოქმედო ღონისძიებებსა და ინიციატივებში, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის პარაპლანით ფრენების ორგანიზებაში. ასეთი განსაკუთრებული მომენტები მეტ სტიმულს გვაძლევს და უფრო მეტად გვარწმუნებს რომ ცა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ პარაპლანით ფრენის ახალი ადგილების აღმოსაჩენად საქართველოს მასშტაბით, რომლებიც ხაზს უსვამს ქვეყნის ულამაზეს ბუნებას. მათთვის ვისაც სურს პარაპლანით ფრენა ახალ ეტაპზე გადაიყვანოს, ბევრი ჩვენი პილოტი სერტიფიცირებული ინსტრუქტორია და ყოველთვის მზადაა მსურველებს ფრენის გაკვეთილები შესთავაზოს. ჩვენი ინსტრუქტორები სიხარულით გაგიზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, გაგიძღვებიან პარაპლანით ფრენის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმის პროცესში.