გუდაური პარაპლანით ფრენისთვის ერთ ერთი საუკეთესო ადგილია. მთები და საუცხოო ხედები, მთელი წლის განმავლობაში საოცარი ფრენის შესაძლებლობას იძლევა, თოვლიანი მთებით გარემოცულ პირობებშიც კი.
უსაფრთხო ფრენა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია და მას უზრუნველყოფს: გამოცდილი პილოტები; ამინდის მონიტორინგი; გაფრენის წინა ბრიფინგი; აღჭურვილობის რეგულარული შემოწმება; ჩაფხუტი; სათადარიგო პარაშუტი; საკომუნიკაციო მოწყობილობები; დამცავი ტანსაცმელი.
ჩვენი გამოცდილი და საკუთარ საქმეზე შეყვარებული პილოტები, ენთუზიაზმით უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხო და დაუვიწყარ ფრენას.
როდესაც ირჩევთ Cloudebase-ს, თქვენ დაფრინავთ ლიცენზირებულ და უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ პილოტებთან ერთად. შემოგვიერთდით ამ დაუვიწყარ თავგადასავალში ახალი სიმაღლეების დასაპყრობად!
ჩვენი პილოტები ორიენტირებულები არიან საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაზე. რაშიც მოიაზრება სოლო ფრენები ახალ მარშრუტებზე. მუდმივი განვითარების საშუალებით ფრენა მაქსიმალურად უსაფრთხოა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საყოველთაო ხელმისაწვდომობა. უსაფრთხო და შთაბეჭდილებებით დატვირთულ ფრენებს სიამაყით ვუზრუნველყოთ შშმ პირებისთვის, მათ შორის ეტლით მოსარგებლეებისთვის.