გთხოვთ, წაიკითხოთ მოცემული ტექსტი ყურადღებით და გულდასმით ხელის მოწერამდე • 'მონაწილეს სრულყოფილად აქვს გააზრებული, რომ პარაგლიდინგი და მასთან დაკავშირებული ყველანაირი აქტივობა არის დაკავშირებული რისკებთან და მოიცას სიცოცხლისთვის საშიშ საფრთხეებს და დაზიანებას. მონაწილემ იცის და ხვდება რისკების ხასიათს და მაშტაბებს. მონაწილემ უნდა იცოდეს, რომ პარაპლანი ხანდახან ვერ ფუნქციონირებს საჭიროებისამებრ მიუხედავად იმის თუ დაცულია აღჭირვილობის შექმნის, მოვლისა და ექსპლუატაციის ყველა წესი, ქარის მოულოდნელი ტურბულენტური დინებების გამო. ასეთ შემთხვევაში, შედეგად შეიძლება მივიღოთ სხეულის მსუბუქი ან მძიმე დაზიანება. მონაწილე აცნობიერებს, რომ პარაგლიდინგი მოიცავს სამგანზომილებიან მოგზაურობას, ასეთი მოგზაურობები კი დაკავშრებულია უბედურ შემთხვევებთან. მონაწილე თავისი ნებით ირჩევს, რომ დაეთანხმოს ყველა ასეთ რისკს და საფრთხეს.
კომერციულ ფრენებს ახორციელებენ მაღალი კლასის ტანდემ ფრინავები, მათ გავლილი აქვთ შესაბამისი სწავლების, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული კურსი ისინი წარმოადგენენ ფედერაციის მიერ ლიცენზირებულ მფრინავებს. ყველა ფრენა დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია “არდი”-ში. დაზღვეულია, როგორც პილოტის ასევე მგზავრის ჯამრთველობა. ასევე დაზღვეულია ზარალის მიყენება მესამე მხარისათვის.